четверг, 21 сентября 2023 г.

2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო კათედრა

      ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა დასახელდა 2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო კათედრად. ჩვენი კათედრის წევრებს ვერა გორგოძეს, თეა სულაბერიძეს, ნანი გეგელაშვილს, ნანა წირაქაძეს, ნინო დოღონაძეს, ზურაბ კაპანაძესა და იოსებ უკლებას ვულოცავ ამ წარმატებას. მადლობა შეფასების კომისიას, დირექციას და კოლეგებს ჩვენი კათედრის თითოეული წევრის დაუღალავი მუშაობის დადებითად შეფასებისთვის. გასულ წელს ბევრ შიდასასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკურ ღონისძიებაში ვიყავით ჩართული, გვქონდა გამარჯვებები, ვეცდებით ტემპი წელსაც არ დავაგდოთ. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ეს სტატუსი ჩემი კათედრის ხელმძღვანელობის დროს გვერგო. წარმატებები კოლეგებო. გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. ყველას მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ. 💗

 კათედრის ხელმძღვანელი მაკა ჯანელიძე





მზადება 2023-2024 სასწავლო წლის პირველი დღისთვის




воскресенье, 10 сентября 2023 г.

სასკოლო სპექტაკლი "იავნანამ რა ჰქმნა?!"

 ჩვენი სკოლის თეატრალურმა დასმა (ხელმძღვანელი ქართული ენიდა და ლიტერატურის პედაგოგი ბაბალე სახელაშვილი) დადგა   სპექტაკლი  იაკობ  გოგებაშვილის  მოთხრობის  მიხედვით ,,იავნანამ რა  ჰქმნა?!, რომელიც წარდგენილ იქნა  საერთაშორისო სასკოლო თეატრალურ  ფესტივალზე ,, N - ოვაცია 2023“. სპექტაკლს მუსიკალურად გაფორმებაზე იმუშავა მუსიკის პედაგოგმა ნანა ჭირაქაძემ, ხოლო სასცენო რეკვიზიტებზე და მსახიობთა ჩაცმულობზე იზრუნა ხელოვნების პედაგოგმა მაკა ჯანელიძემ. აბრები მოხატა VIII ა კლასის მოსწავლე სალომე შეყილაძემ, ხოლო პანო მოხატეს XIIა კლასის მოსწავლეებმა თეკლა გოგიშვილმა და თაკო გვენეტაძემ.










пятница, 19 мая 2023 г.

VIგ კლასის გალერეა "ვარლაში"

ხელოვნების მასწავლებელი ვერა გორგოძე და VIგ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გალერეა "ვარლაში" გამოფენის დასათვალიერებლად. ასევე ეწვივნენ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს და უკეთ გაეცნენ კომპოზიტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.








пятница, 17 марта 2023 г.

„STEAM-2023”

 ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, "საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის ქვეპროგრამის" ფარგლებში ჩატარებულ სასკოლო ფესტივალში „STEAM-2023”. ფესტივალი „STEAM-2023” მიზანი გახლდათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, სახელოვნებო და ტექნოლოგიურ (STEAM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა. გამოფენაში სხვა კათედრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრამ. მასწავლებლებმა თეა სულაბერიძემ, ვერა გორგოძემ და მაკა ჯანელიძემ წარმოადგინეს მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრები სხვადასხვა თემაზე, რომლებმაც დამთვალიერებელთა მხრიდან დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს. 

























воскресенье, 18 декабря 2022 г.

კალენდრის კონკურსში გამარჯვებულები

 

ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლის VIIა და VIIგ მოსწავლეებმა (მასწავლებელი თეა სულაბერიძე) მარიამ დარსაძემ, მარიამ მესხმა, ლილე ერემეიშვილმა, ლიზი კლდიაშვილმა და ნინო გველესიანმა მონაწილეობა მიიღეს კალენდრის კონკურსში ,,ჯანსაღი ცხოვრება".  ხუთივე მოსწავლის ნამუშევრებიმა მოწონება დაიმსახურა და მათი ნამუშევრებს გამოიყენებენ 2023 წლის კალენდრის შექმნისას.







суббота, 1 октября 2022 г.

USAID-ის პროექტით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

 USAID-ის საბაზისო განათლების პროექტის ფარგლებში ხელოვნების მასწავლებელმა ვერა გორგოძემ VI და VII კლასებში განახორციელა პროექტი "ქაღალდის გადამუშავება". მოსწავლეებმა სკოლაში მოგროვებული მაკულატურის გადამუშავებით მიიღეს ახალი ქაღალდი. ასევე პაპიემაშეს ტექნიკით სხვადასხვა საგნებისთვის რესურსები დაამზადეს. შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ გამოფენაზე.