ჩვენი სკოლის თეატრალურმა დასმა (ხელმძღვანელი ქართული ენიდა და ლიტერატურის პედაგოგი ბაბალე სახელაშვილი) დადგა სპექტაკლი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვით ,,იავნანამ რა ჰქმნა?!, რომელიც წარდგენილ იქნა საერთაშორისო სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე ,, N - ოვაცია 2023“. სპექტაკლს მუსიკალურად გაფორმებაზე იმუშავა მუსიკის პედაგოგმა ნანა ჭირაქაძემ, ხოლო სასცენო რეკვიზიტებზე და მსახიობთა ჩაცმულობზე იზრუნა ხელოვნების პედაგოგმა მაკა ჯანელიძემ. აბრები მოხატა VIII ა კლასის მოსწავლე სალომე შეყილაძემ, ხოლო პანო მოხატეს XIIა კლასის მოსწავლეებმა თეკლა გოგიშვილმა და თაკო გვენეტაძემ.








Комментариев нет:
Отправить комментарий