ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა დასახელდა 2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო კათედრად. ჩვენი კათედრის წევრებს ვერა გორგოძეს, თეა სულაბერიძეს, ნანი გეგელაშვილს, ნანა წირაქაძეს, ნინო დოღონაძეს, ზურაბ კაპანაძესა და იოსებ უკლებას ვულოცავ ამ წარმატებას. მადლობა შეფასების კომისიას, დირექციას და კოლეგებს ჩვენი კათედრის თითოეული წევრის დაუღალავი მუშაობის დადებითად შეფასებისთვის. გასულ წელს ბევრ შიდასასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკურ ღონისძიებაში ვიყავით ჩართული, გვქონდა გამარჯვებები, ვეცდებით ტემპი წელსაც არ დავაგდოთ. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ეს სტატუსი ჩემი კათედრის ხელმძღვანელობის დროს გვერგო. წარმატებები კოლეგებო. გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. ყველას მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ.
კათედრის ხელმძღვანელი მაკა ჯანელიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий